ჯუთაში ლაშქრობისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სოფელ ჯუთაში ლაშქრობის დროს დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის განცხადებით, პაციენტებს ტვინის შერყევა და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ.

სოფელ ჯუთაში 22 წლის მამაკაცი და 24 წლის გოგონა გუშინ დაშავდნენ. შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენები ჩაერთვნენ, მაშველებმა დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.