ჯოზეფ ბორელის მოწოდება საქართველოს, რომ გაიწვიოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს აკრიტიკებს, საპასუხოდ კი „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ თემა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და გაზრდის დისკრიმინაციას.