ჯო ბაიდენმა ამერიკის კონგრესს „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ მიმართა. გამოსვლის დიდი ნაწილი შიდა პრობლემებს დაეთმო. აშშ-ს პრეზიდენტმა მხოლოდ რამდენიმე წუთით ისაუბრა ჩინეთზე, რუსეთსა და უკრაინაში ომზე.
სავარაუდოდ ბაიდენის პრიორიტეტი უახლოეს პერიოდში სწორედ შიდა პრობლემები იქნება, რომელთა გადასაჭრელად დემოკრატებს და რესპუბლიკელებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ. თუმცა რეაქცია პრეზიდენტის გამოსვლაზე აჩვენებს, რომ ეს რთული იქნება.
42° პარალელი