„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს პარლამენტში მოუსმენენ

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ხვალ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა დახურული იქნება. დეპუტატებს აინტერესებთ, რას გეგმავს კომპანია გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით.