ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, გარემოსდაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები გააჩნია. მისი შესრულების მონიტორინგს სამინისტრო ახორციელებს და ეკოლოგიის კუთხით შექმნილი ვითარების მყისიერ გამოსწორებას ითხოვს.
წლების მანძილზე მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამ პრობლემის მოგვარებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობით გეგმავს.
საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.