შეწყვეტილი წინასაარჩევნო რბოლა და ახალი პოლიტიკური რეალობა აშშ-სთვის.
საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნაზე ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება დღის მთავარი თემაა. აშშ-ის პირველი პირი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ მიიღებს დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერას, ვისკენ წავა ბაიდენის მომხრე 4 000 დელეგატის ხმა და ვის აირჩევენ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიულ ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც აგვისტოს მეორე ნახევარში ჩიკაგოში იგეგმება. თავად მოქმედი პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს მხარს.
რატომ დაიხია ჯო ბაიდენმა უკან – გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავარი კონკურენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა და უფრო ადრე მასთან სატელევიზიო დებატები, რის შემდეგაც თანაგუნდელების ნაწილი მოქმედ პრეზიდენტს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, წარუმატებელი დებატების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ზეწოლას ვეღარ გაუძლო, საკუთარი ნაბიჯი კი ქვეყნის და პარტიის საუკეთესო ინტერესებით ახსნა.
56 წლის შემდეგ განმეორებული ისტორია, ვინ მოიპოვებს დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციას, – თამთა რუხაძე დეტალებით.