ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საბავშვო ატრაქციონების სივრცე, შადრევანი. დამონტაჟდა სკამები, გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე სპორტულ მოედანს.
პროექტი საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ახლად რეაბილიტირებულ სკვერში არსებული, ჯიმი მაისურაძის განახლებული მემორიალი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.