„ჯილდო“ - რუსთაველის თეატრი სეზონს ხსნის

რუსთაველის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელი ახალ დადგმას იხილავს. ეს იქნება სევდანარევი იუმორით გადმოცემული აბსურდული ისტორია, რომელზეც დასმა მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო.

აბსურდის ელემენტებით გაჯერებული დადგმით რუსთაველის თეატრი 143-ე სეზონს გახსნის. სპექტაკლი სახელწოდებით „ჯილდო“ თეატრის მცირე სცენაზე 20 და 21 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი.