ჯემალ გამახარიას განცხადება

„ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზები დღემდე ყველაფერს აკეთებენ, რომ ომში არ ჩაერთონ. მოუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია იმყოფება მოსკოვში და მას ჰქონდა ლავროვთან შეხვედრა და მისცა პირობა, რომ აფხაზეთი მზადაა დაეხმაროს რუსეთს, რეალურად აფხაზებს ეს არ სურთ და კატეგორიული წინააღმდეგები არიან.