ჯეიმს მეტისი - პენტაგონი ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაშვებას არ გეგმავს
პენტაგონი ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაშვებას არ გეგმავს – ეს განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა გააკეთა.
პენტაგონის მონაცემებით, “თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 15%-ს აკონტროლებს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა კი – 60 პროცენტს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, საერთო ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აღწევს, 400-ზე მეტი კი დაშავდა.