3 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რიგით მეოთხე ფესტივალი – „ჯაზი და ღვინო – კახეთი“ გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერია სოულისა და ჯაზის ვარსკვლავი, ლისა სიმონე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო. მსახიობი, კომპოზიტორი და მომღერალი ლისა სიმონე, ლეგენდარული შემსრულებლის, ნინა სიმონეს ერთადერთი შვილია, რომელიც ყველა პრესტიჟული ფესტივალის სასურველი სტუმარია.