ჯაზფესტივალი - Winter Jazz Gudauri

გუდაურში winter jazz-ი გრძელდება. ჯაზფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც მსმენელთა წინაშე ორი დღის განმავლობაში წარდგებიან. გრემისა და სხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელების პერფორმანსის შემდეგ, დღევანდელ დღეს უკვე ცნობილი ჰაუს არტისტები დახურავენ. Winter Jazz Gudauri-ის ორგანიზატორია ისთერნფრომოუშენსი, მხარდამჭერი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ოფიციალური პარტნიორი კი „მთის ტრასების“ სააგენტოა.