„ჯარის ბანაკი“ – ასე ჰქვია თავდაცვის სამინისტროს პროექტს, რომელიც სხვადასხვა რეგიონის სკოლებისთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, მოზარდები საცეცხლე მომზადებას სწავლობენ, საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაშავებულების ევაკუაციის წესებს ეცნობიან და თვითგადარჩენის კურსს გადიან. პროექტის ძირითადი მიზანი, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ანა მასხარაშვილის რეპორტაჟი ბანაკიდან, სადაც მოსწავლეები 18 აგვისტომდე დარჩებიან და საკუთარ თავს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდიან.