პროექტი „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ კოჯორში ოფიციალურად გაიხსნა. ისაუბრეს ჯარის ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობაზე. პროექტი გაფართოვდა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად, „ჯარის ბანაკები“ მოეწყო საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. საზაფხულო „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყება განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. მონაწილეობენ მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები.