ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. 110 მსმენელს, რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო სწავლება წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერთიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი გაიარეს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონში გაწევრიანდნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ სამეთაურო შემადგენლობას, საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისთვის, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები გადაეცათ.