ჯარიმების ამნისტია

ვის ეხება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს. ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერის მიერ დაანონსებული სიახლე განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული უკავშირდება კოვიდპანდემიის დროს რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირთა გათავისუფლებას.