ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილი სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა. დაწესებულება ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. ამბულატორია კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული და ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრი ადგილზე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.