პანდემიის დასრულებაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩინეთის გარდა, კორონავირუსის შემთხვევების მატება აღინიშნება ამერიკასა და ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამის შესახებ „მოამბესთან“ საუბარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ქვეყნების ჯანმრთელობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ბერძულმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანმო-ს მთავარ რეკომენდაციად ვაქცინის ბუსტერ-დოზების გაკეთება რჩება, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, აუცილებელია, ქვეყნებს ჰქონდეთ მუდმივი მონიტორინგი არსებულ ეპიდსიტუაციაზე.