ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს. დოკუმენტი პარლამენტს სავარაუდოდ მომავალ წელს წარედგინება. უწყება სადაზღვეო სექტორთან აქტიური მუშაობის შედეგად კერძო საბაზისო პოლისების შემუშავებას გეგმავს. კომპანიები დადგენილ მინიმუმზე დაბალი ფასის  სადაზღვეო პაკეტებს ვეღარ გაყიდიან. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წლიდან წლამდე საბაზისო პოლისის დაფარვის არეალი გაიზრდება და ის საყოველთაო ჯანდაცვის მიერ შეთავაზებულ სერვისებს გაუთანაბრდება. ახალ ინიციატივას იწონებს სადაზღვეო ბაზარი, თუმცა  მზღვეველების აზრით, სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ პოლისის შეძენის ვალდებულება ყველა დამსაქმებულს ექნება.