სოციალური მომსახურების სააგენტოში პროტესტი გრძელდება. 400-მდე თანამშრომელი ისევ გაფიცულია. უწყების ხელმძღვანელობა სოციალურ აგენტებთან მოლაპარაკებას და პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტას ცდილობს. გაფიცულ თანამშრომლებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. ძველი შეთავაზება ძალაშია – თამარ ბარკალაია დასაქმებულებს ხელფასების 60%-ით ზრდასა და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, ანაზღაურების 100%-ით მატების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან გაფიცულებიც. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სოციალური აგენტები ერთმანეთთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ. სწორედ მათი პოზიციების შეჯერების შემდეგ გაირკვევა, გაგრძელდება თუ შეწყდება ორშაბათიდან პროტესტი.