ჯანდაცვის მინისტრის წლიური ანგარიში - როგორ დაძლია ქართულმა ჯანდაცვამ მსოფლიო გამოწვევა, რამდენად მზად არის სისტემა მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის და როგორ ხედავს მინისტრი ტელემედიცინის მომავალს
„პეპერი“ – საფრანგეთიდან ჩამოყვანილი რობოტი დღის გმირი გახდა.
ქართველი ექიმების მომავალი ციფრული ასისტენტი მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე გაიცნო. 2019 წლის შეჯამებასთან ერთად გამოსვლების მთავარი თემა ჯანდაცვის უწყების და მთელი ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა, „კოვიდ-19“-ის პანდემია იყო. სამინისტრო ახლა მეორე ტალღისთვის ემზადება, რისთვისაც კლინიკების მონიტორინგი და მარაგების შევსება დაწყებულია. მეორე ტალღის მსუბუქად გადავლის მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება – პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებში შედიან.