ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანსა და საქართველოს პროფკავშირის თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ სახელფასო ზღვარზე, უმუშევართა შემწეობაზე, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების წახალისებაზე. მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა მინისტრს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.