შრომის უფლებები

ივლისიდან სამშენებლო ობიექტებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. მშენებლობის ადგილზე არსებულ სიტუაციას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების და მერიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფები შეამოწმებენ.

მონიტორინგი გაუფრთხილებლად ჩატარდება, რა დროსაც მონიტორები დეტალურად შეისწავლიან, რამდენად დაცულია სამშენებლო სამუშაოების დროს შრომითი და უსაფრთხოების სტანდარტები.

მოსალოდნელ ცვლილებას სამშენებლო კომპანიების ნაწილი ნეგატიურად ხვდება.

ბოლო სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან დღემდე სამშენებლო ობიექტებზე 11 ადამიანია დაღუპული.