ჩვენ დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის. ეს არის საკაცობრიო გამოწვევა და ყველანი ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, „კოვიდ-19“-ს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.