რატომ არ ფინანსდება აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო პრეპარატი სახელმწიფოს მხრიდან. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრთან იმსჯელეს პარლამენტში, ის საკანონმდებლო ორგანოში „ლელოს“ მოთხოვნით იმყოფებოდა. დახურული შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გაიმართა და მას აქონდოპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრეპარატის – „ვოზორიდიტის“ დაფინანსება.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ მედიკამენტს არცერთი ქვეყანა არ აფინანსებს. რაც შეეხება დიაგნოსტიკურ თუ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ამ მხრივ სახელმწიფო დახმარების მზაობას გამოხატავს.