ჯანდაცვის მინისტრი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.
დისკუსია გაიმართა დაწესებულების თანამშრომლებთან. მიხეილ სარჯველაძეს წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც ცენტრის განვითარების ეტაპებია ასახული. აღინიშნა, რომ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საკვანძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სისტემის უზრუნველყოფისთვის, ბენეფიციარებს კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებს აწვდის.