ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა. ზურაბ აზარაშვილმა კელი დეგნანს სოფლად იმუნიზაციის კამპანიის ახალი ეტაპის შესახებაც მიაწოდა ცნობები. მხარეებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. იმსჯელეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე. განიხილეს შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.