თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის – ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის მემკვიდრეობას წიგნად გამოსცემს. წიგნი, რომელიც ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის პირად არქივს დაეფუძნება, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოსტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდება.
ახალი გამოცემის შესახებ ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმს მხარეებმა კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში, ხოვლეს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები, ტექნიკა და სასკოლო ნივთებიც გადაეცა.