ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 54 მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გახდა. დადასტურდა 24 616 ახალი შემთხვევა. უპრეცედენტოდ გართულებული ეპიდვითარების ფონზე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, მიმდინარე კვირაში მედიკოსებისთვის იზოლაციის ვადის შემცირების შესახებ იმსჯელებს. როგორ აფასებენ ეპიდ ვითარებას საკოორდინაციო საბჭოს წევრები.