20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები მოინახულა ელენე ხოშტარიამ. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მათ ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება აქვთ შეზღუდული. 20-21 ივნისის მოვლენებზე აქციის 10 მონაწილეა დაკავებული.