ხვალიდან ვატიკანში, ქალაქ სახელმწიფოს სამუზეუმო სივრცეში დასათვალიერებლად მისულ ტურისტებს ქართული, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ნახვაც შეეძლებათ. დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვატიკანის წმინდა საყდარს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელშიც საპატრიარქოც იყო ჩართული.