იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა არჩევნებსა და დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თიანეთში განვითარებული მოვლენები იყო, რომელზეც არასამთავრობოების თქმით, გამოძიება არ დაწყებულა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ გამოძიება 47 საქმეზე დაიწყო, რომელიც დარღვევებს ეხება.
გარკვეული კითხვები ჰქონდა მმართველ გუნდსაც.