იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის ცვლილებაზე იმსჯელა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების არსებული წესის ცვლილებაზე იმსჯელა.
საბჭომ ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ნაწილობრივ არ დაეთანხმა. დოლიძის აზრით, ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ძველ წესშიც არსებობდა, კვლავ რჩება გამოწვევად და ეს შეფასების სისტემა და უსაფრთხოებაა.
ანა დოლიძის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი წესის მიხედვით, კანდიდატის ნაშრომს ასწორებს ორი გამსწორებელი, რაც დოლიძის თქმით, არ არის სწორი, რადგან გამსწორებელთა ვინაობა და სია სრულად ანონიმური უნდა იყოს.
ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.