პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. პრეზიდენტის მიერ შექმნილმა სპეციალური კომისიამ უკვე მოუსმინა გიორგი ბურჯანაძეს, ამ წუთებში კი გასაუბრება კიდევ ერთ კანდიდატთან, დიმიტრი გაბუნიასთან მიმდინარეობს.
კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ პრობლემებსა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს.