იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, ოთხ კანდიდატს მომავალ სასესიო კვირაში ხელახლა უყრიან კენჭს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, დღეს მხოლოდ ფორმალური კენჭისყრა გაიმართა და საკითხი ჩავარდა.