იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ მსჯელობს. წინასწარ უცნობია, სხდომაზე საბჭო კანდიდატებს წარადგენს თუ მათი არჩევის წესს განიხილავს.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საბჭო უზენაესი სასამართლოს წევრებს შეარჩევს, ამიტომ მათ თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, კანდიდატების შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს.
დღესვე ნაზი ჯანეზაშვილი იმ მოსამართლეებისთვის გასაუბრების დროულად ჩანიშვნას მოითხოვს, რომლებიც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული და უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით საბჭოს თებერვალში მიმართეს. მისი თქმით, მოსამართლეებმა წარმატებით გაიარეს ყველა ეტაპი და საბჭო პროცედურებს გაუმართლებლად აყოვნებს.