არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევა 2018 წელს ეხება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მთავარ პრობლემად მოსამართლეების შერჩევის პროცესი და სხდომების გამჭვირვალედ ჩატარება რჩება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, საბჭო ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ სათანადოდ განხორციელებას.