იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევ მწვავე კრიტიკის და ბრალდებების ობიექტია. საბჭოს არამოსამართლე წევრების და უფლებადამცველების პროტესტი ამჯერად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ახალ თავმჯდომარეს უკავშირდება.
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს პოსტი ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ დაიკავა. არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე და ნეპოტიზმზე საუბრობს. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თევზაძის ახლო ნათესავია.