იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს დეპუტატები კენჭს მომავალ სასესიო კვირას, 30 მაისს უყრიან. კენჭისყრების მესამე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა და მათგან პარლამენტმა ორი უნდა აირჩიოს. სესიამდე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას პოლიტიკური კონსულტაციები შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს. მანამდე, პარლამენტმა საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი დაამტკიცა. ახალი წევრები მაღალი კვორუმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრების ხმების დახმარებით აირჩა, რასაც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მწვავე დაპირისპირება და ფრაქციიდან წევრების წასვლა მოჰყვა.