იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს 2017-2018 წლებში 447 დისციპლინური საჩივარი გადაეცა.
დასკვნა მომზადებულია საჩივრების 89%-ზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინურ საქმეთა განხილვის მიზნით, რვა სადისციპლინო სხდომა ჩაატარა და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 33 საქმეზე.
ინსპექტორის სამსახურის პირველი წლიური ანგარიში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.