იუსტიციის სახლში კომუნალურ სერვისებზე მიმდინარე წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, 2022 წელს, 74 418-მა მოქალაქემ ისარგებლა.
6 სექტემბერს, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სემეკ-ის თავმჯდომარეს უმასპინძლა. იუსტიციის სახლში მოქალაქეებს შეუძლია ისარგებლონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით.