სერვისების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 300 თანამშრომელი გადამზადდა. მათგან ჟესტურ ენაზე ტრენინგი 20-მა პირმა გაიარა. მათ უკვე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაბამისი მომსახურება გაუწიონ.
იუსტიციის სახლის შუალედური ანგარიშის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომსახურების შესახებ სახელმძღვანელო და სტანდარტი შეიქმნა.
წლის ბოლომდე ჯამში იუსტიციის სახლის 750 თანამშრომლის გადამზადება იგეგმება.