იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებაში

იუსტიციის სახლის სერვისების მიღება დღეიდან მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი.

პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა და სხვა. დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის სახლის, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები.