იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოითხოვს, პარლამენტმა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იმ სიის განხილვა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის საბჭო გადაუგზავნის.
ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტს აქვს მინიმალური ლეგიტიმურობა და ამიტომ არ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნოს.
ანა დოლიძის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი. დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა შერჩევის ვადები კანონით არის გაწერილი. მისივე თქმით, პროცესი დაწყებულია და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელდება.