იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს ხარვეზიანს უწოდებენ და საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი პროცესიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. მიზეზად კი ონიანის მაზლის, ზურაბ აზნაურაშვილის კონკურსში მონაწილეობას ასახელებენ. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი განაცხადის შევსებისას, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ დოკუმენტაცია ხარვეზით შეავსო. მისივე თქმით, სამი რეკომენდატორის ნაცვლად, გიორგი მიქაუტაძემ ორი მიუთითა, რაც კანონდარღვევაა.