იუსტიციის ახალი სახლი ხაშურში

ერთიანი ფანჯრის პრინციპით მომსახურებას დღეიდან ხაშურის მოსახლეობაც მიიღებს. ქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა. მოქალაქეები ერთ სივრცეში სხვადასხვა საჯარო უწყების და კერძო სექტორის 500-მდე სერვისით ისარგებლებენ. ადგილზე ფუნქციონირებს მომსახურების დარბაზი, ასევე საქორწინო-სარიტუალო სივრცე. ეს შიდა ქართლში უკვე მეცხრე იუსტიციის სახლია.