საარჩევნო რეფორმას დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი ბიუროს უკვე წარედგინა. პროცესი ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით წარიმართა. მთავარი სიახლე 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. იქ, სადაც ელექტრონული სისტემა არ იქნება, ბიულეტენების სულად გაციფრულება მოხდება.
ორმაგდება ჯარიმები ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისთვის, ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების ვადებსაც, ასევე მარკირება სავალდებულო დარჩება იმ ამომრჩევლებისთვის, ვინც გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლებს, პარტიებისთვის განახევრდება წლიური ხარჯების ზედა ზღვარიც. ცვლილებებით კმაყოფილები არიან სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციური პარტიები, პროცესს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალების შეფასება კი კვლავ კრიტიკულია.