იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიდან ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ საკითხი მოიხსნა. მიზეზი თემის მომხსენებლის, სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობა გახდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ მსჯელობა ორჯერ მოითხოვა, კომიტეტს საკითხის განხილვისთვის ვადა 5 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მათ საკითხის განხილვა ორ დღეში დაჩქარებული წესით მოითხოვეს.

ბესელიას თქმით, კომიტეტს საკითხის მოსამზადებლად ვადა სჭირდებოდა.