საბჭოთა რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაღუპულებს, იუნკრებს იხსენებენ დღეს ქვეყანაში. სამხედრო სასწავლებლის კურსანტები, 1921 წლის თებერვალში, კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ შეტაკებებს ემსხვერპლნენ. იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.