ოკუპაციის კვირეული

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი დოკუმენტები და ხელნაწერები. ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას სამხედროებმა და იუნკრებმა „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღის ექსპოზიციაც დაათვალიერეს.